პოლიტიკა
4 პირი 1,6 მილიონამდე გადასახადების დამალვისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე,  ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ამის შესახებ ინფორმაციას  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულებმა დააფუძნეს რამდენიმე შპს,  რომლებსაც რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეული შემოჰქონდათ.  გადასახადების დამალვა კი დოკუმენტების გაყალბებით მოახერხეს.

"2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ზემოთ აღნიშნული პირები, მათ მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს, თითქოს უწევდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მომსახურებას, რისთვისაც ამზადებდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და იქმნიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ აქტივს, რომლითაც შემდგომში ახდენდნენ იმპორტის გადასახადის გადახდას," - ნათქვამია განცხადებაში.

ჯამში, მათი მხრიდან შექმნილი იქნა  1 559 162 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.