სისტემა გულისხმობს კერძო ავტომობილების ორი კორიდორით გატარებას. მწვანე კორიდორით გაივლიან ავტომობლები, რომელთა მძღოლებსა და მგზავრებს დეკლარირებისთვის განკუთვნილი საქონელი არ გადააქვთ, შესაბამისად, წითელ კორიდორს დეკლარაციის შევსებით გაივლიან. სოჭის მებაჟეები აღნიშნავენ, რომ სიახლე ავტოტრანსპორტის გატარების პროცესს საგრძნობლად გაამარტივებს და შესაბამისად რიგებსაც შეამცირებს.
სოჭის საბაჟოს ინფორმაციით საახალწლო დღესასწაულებზე საზღვარზე მდებარე გამშვებ პუნქტზე ორივე მიმართულებით მოძრავი 27,4 ათასი მსუბუქი ავტომობილი, 3 ათასზე მეტი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება და 400 მდე ავტობუსი დაფიქსირდა. საბაჟო–გამშვები პუნქტი „ადლერი“ ამ პერიოდში სულ 179 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა, - წერს "Абхазский узел".
ამავე ინფორმაციით, ნესბიმერ მსურველს შეუძლია იქ დამონტაჟებული ვებ კამერების საშუალებით ონლაინ რეჟიმში ნახოს თუ რამდენად დატვირთულია გამშვები პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები