უკრაინის გენერალური პროკურორი თავისი პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძეს ოფიციალურად დღეს წარადგენს, - ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
მათივე ცნობით, როგორც უკრაინის მთავარი პროკურორი ვიქტორ შოკინი აცხადებს, საყვარელიძე უკვე დათანხმდა წინადადებას მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ საყვარელიძეს უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც ჰქონდა განაცხადი შეტანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძე კურირებას გაუწევს, ინტერპოლის მიმართულებას, კადრებს და უწყების რეფორმირების საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები