"აფხაზეთსა და რუსეთს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს," - ეს განცხადება პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გააკეთა.
მან აღნიშნა, რომ საზღვრები რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესაბამისად უნდა გაუქმდეს.
სურკოვის თქმით, რუსეთში არსებული მძიმე ფინანსური ვითარების მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთისთვის განკუთვნილი დაფინანსება არ შემცირდება.
რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე გადაადგილების სირთულეებთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკითხის გადასაჭრელად დამატებითი მუშაობაა საჭირო.
პუტინის თანაშემწემ გუშინ შეხვედრა გამართა ოკუპირებული რეჟიმის მეთაურთან. რაულ ხაჯიმბასთან მან ინფრასტრუქტურული პროექტები და მიმდინარე წლის განმავლობაში მოსკოვის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების საკითხები განიხილა.
მასალის გამოყენების პირობები