უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის სამთავრობო ჯარი „გეგმიურად და ორგანიზებულად“ ტოვებს ქალაქ დებალცევოს. ამავდროულად, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ დებალცევოში პრორუსული სეპარატისტების მოქმედებები მინსკში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების „აშკარა დარღვევაა“.
მოგერინის თქმით: „ევროკავშირი მზად არის სათანადო რეაგირება მოახდინოს იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ბრძოლა და მოვლენები უარყოფითად განვითარდა“.
მასალის გამოყენების პირობები