პოლიტიკა
საქართველოს პროკურატურამ ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო
საქართველოს პროკურატურამ უკრაინიდან ადეიშვილის ექსტრადირებაზე ოფიციალური უარი მიიღო. სააკაშვილის შესახებ კი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია, - ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "რედისონში" მიმდინარე სემინარზე განუცხადა. როგორც შოთაძემ აღნიშნა, ადეიშვილის შემთხვევაში განმეორებითი მოთხოვნის შემდეგ პროკურატურამ უარი მიიღო.
"სააკაშვილზე პასუხი არ მიგვიღია. უკვე დიდი ხანია გასული, რაც შუამდგომლობა გავაგზავნეთ. მოხდა განმეორებითი მოთხოვნის გაგზავნაც, თუმცა როგორც ჩანს, უკრაინის პროკურატურა არ აპირებს და არც თანამშრომლობს ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურასთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ვალდებულებაა. უკრაინა არის სუვერენული სახელმწიფო, ჩვენ კი არანაირი სხვა მექანიზმი არ გვაქვს, რათა აღნიშნული პირების ექსტრადირება მოვახდინოთ. მთლიანად დამოკიდებულები ვართ უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებზე. სწორედ მათი კომპეტენციაა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები. ჩვენ დამოკიდებულები ვართ უკრაინის პროკურატურაზე", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.   "საქართველოს პროკურატურამ თავისი ვალდებულებები და ინსტრუმენტები სრულად გამოიყენა. რაც შეეხება საკითხს, ვინ მუშაობს უკრაინის პროკურატურაში, ეს მარტივი და გასაგებია, თუ რატომ არ ხდება თანამშრომლობა ამ ეტაპზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის გაფორმებული, უკრაინა ვალდებულია ძებნილი ბრალდებულების ექსტრადირების პროცესი დაიწყოს და ითანამშრომლოს საქართველოს პროკურატურასთან", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხში ინტერპოლის მექანიზმიც გამოყენებულია, თუმცა ინტერპოლს არ აქვს შესაძლებლობა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების გარეშე რაიმე სამართლებრივი პროცედურები განახორციელოს და ძებნილი ბრალდებული დააკავოს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.