პოლიტიკა
იმერეთის გუბერნატორი გადადგა
იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშივილი თანამდებობიდან გადადგა, - ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  მეფარიშვილს გადადგომის მიზეზები არ დაუკონკრეტებია.  მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია სურდა თანამდებობიდან წასვლა და პრემიერ-მინისტრს სთხოვდა, მისი თხოვნა დაეკმაყოფილებინა.  თუმცა, ამ დრომდე მისი განცხადება არ დაკმაყოფილდა, ამიტომ თავად მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. 
ზაზა მეფარიშვილის თქმით, მას არანაირი შემოთავაზება არ აქვს და ჯერჯერობით არ იცის სად გააგრძელებს საქმიანობას.
ზაზა მეფარშვილი იმერეთის გუბერნატორის პოზიციაზე 2013 წლის დეკემბრიდან მუშაობდა. გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშვნამდე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსი იყო.  2006-2013 წლებში მეფარიშვილი "საქართველოს ბანკში" პრობლემური აქტივების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.