პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი კიევშია
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით, გიორგი მარგველაშვილი დღეს "ღირსების მარშში" მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერები დაესწრებიან.  გიორგი მარგველაშვილი პეტრო პოროშენკოსთან და სხვა დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად მიხაილოვის მოედანზე "უკრაინის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარების არსებობის დამადასტურებელ" გამოფენას დაათვალიერებს, რის შემდეგაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მარშში მიიღებენ მონაწილეობას.  საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ხელოვნებისა და კულტურის სამუზეუმო კომპლექსს ეწვევა, სადაც სახელმწიფოთა მეთაურებს შორის არაფორმალური საუბრები გაიმართება.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან:  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საკანონმდებლო ორგანოს წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, ზურაბ აბაშიძე და დავით ბაქრაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და გიორგი აბაშიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება.  სახელმწიფოს მეთაური და დელეგაცია უკრაინის დედაქალაქს დღეს საღამოს დატოვებს. 
კიევში ღონისძიებები "ღირსების რევოლუციის" წლისთავთან დაკავშირებით იმართება. შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.