ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ჟურნალისტებთან საუბარში ვადამდელი არჩევნების საკითხზე დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ეს თემა ცესკოში არ განიხილება და შესაბამისად, არანაირი სამზადისი არ მიმდინარეობს.
" ჩვენ გვესმის სხვადასხვა მოსაზრება პოლიტიკოსებისგან. თუ იქნება არჩევნები, ეს ოფიციალურადაც ცნობილი გახდება გარკვეული პერიოდით ადრე. საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი განხორციელება ოფიციალურად დაევალება. ჩვენი ინსტიტუცია და მთლიანად კომისია იმდენად არის მზად, რომ ნებისმიერ დროს წარმართავს საარჩევნო პროცესს და წარმატებით განახორციელებს მას", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ბოლო პერიოდში მედიაში ვრცელდება ინფორმაცია შემოდგომაზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესაძლო ჩატარების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები