პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა გაიმართება
13:41 / 26.02.2015
ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დღეს პრაღის ფორმატში აბაშიძე-კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა 2011 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის იმპლემენტაცია, რაც შეიძლება უნდა დაჩქარდეს. "თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავიდეთ ამ გზით, თუ რუსეთის მხრიდანაც იქნება სურვილი და მონდომება, მოვახერხებთ, რომ ახლო მომავალში დაიწყოს ამ ხელშეკრულების რეალიზაცია. ჩვენს ინტერესებშია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რათა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები შვეიცარიაში შეხვდნენ, გააფორმონ კონტაქტები შვეიცარიულ კომპანიასთან, შეიქმნას ერთობლივი კომიტეტი და შემდგომ დაიწყოს ამ ხელშეკრულებამ მუშაობა. ამ საორგანიზაციო დეტალებზე, იმედი მაქვს, პრაღაში შევთანხმდებით", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები