„კულუარული ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ჩვენთან რომ უყვართ, ისე არსად არ უყვართ და ეს გადადის პროვინციალიზმში,” - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის რკინიგზის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა.
აბაშიძის თქმით, კარასინთან შეხვედრის დროს ამ თემის განხილვა არ ყოფილა. მისი განცხადებით, ეს არ დაიმალებოდა ,თუ მას კულუარული შეხვედრა მოუნდებოდა პრაღაში.
შეგახსენებთ, რომ პრაღაში კარასინი-აბაშიძის შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რკინიგზაზე დეტალურად არ უმსჯელიათ, თუმცა დაადასტურა ამ საკითხზე საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები