პოლიტიკა
სააკაშვილი ვაშინგტონს მოუწოდებს საბრძოლო იარაღით დაეხმაროს უკრაინას
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საბრძოლო იარაღი მიაწოდოს უკრაინას.  4 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის მრჩევლად მუშაობს, განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი (მაგალითად, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები) „რუსეთის შემდგომი იერიშების“ მოსაგერიებლად. სააკაშვილის თქმით, თუ უკრაინამ იარაღი არ მიიღო, მერე გარდასაქმნელი აღარაფერი იქნება, ანუ რეფორმების გასატარებლად თვით ქვეყანაც აღარ იარსებებს. სააკაშვილი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ უკრაინისთვის დახმარების საკითხში ვაშინგტონმა ევროპელებთან უნდა ითანამშრომლოს, რადგან, მისი თქმით, ნაკლებად სავარავუდია, გერმანია კიევისთვის იარაღის მიწოდებას დათანხმდეს. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მიიტაცოს სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის ახალი ნაწილები და სცადოს უკრაინის მთავრობის დასუსტება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.