პოლიტიკა
სოხუმსა და მოსკოვს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში შევიდა

დღეს ძალაში შევიდა დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სატრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ხელშეკრულება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სარატიფიკაციო სიგელების ურთიერთგაცვლის ცერემონიაში მონაწილეობა აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მიიღეს.

აღნიშნული მოლაპარაკების 22- ე მუხლის თანახმად, მისი რატიფიცირება ძალაში სწორედ სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ შედის.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბას 24 ნოემბერს სოჭში  ხელი მოაწერეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ათი წლით და ავტომატურად მისი მოქმედება იმ შემთხვევაში გაგრძელდება ხუთი წლით, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს ერთი მხარე მეორეს, რომ აღარ სურს ვადის გაგრძელება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.