დღეს ძალაში შევიდა დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის "მოკავშირეობისა და სატრატეგიული პარტნიორობის" შესახებ ხელშეკრულება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სარატიფიკაციო სიგელების ურთიერთგაცვლის ცერემონიაში მონაწილეობა აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბამ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა მიიღეს.
აღნიშნული მოლაპარაკების 22- ე მუხლის თანახმად, მისი რატიფიცირება ძალაში სწორედ სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის შემდეგ შედის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დე ფაქტო აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბას 24 ნოემბერს სოჭში ხელი მოაწერეს „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას.
ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ათი წლით და ავტომატურად მისი მოქმედება იმ შემთხვევაში გაგრძელდება ხუთი წლით, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე არ შეატყობინებს ერთი მხარე მეორეს, რომ აღარ სურს ვადის გაგრძელება.
მასალის გამოყენების პირობები