ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. დავით კირკიტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოძიების შეკითხვებს გასცეს პასუხი.როგორც კირკიტაძემ აეროპორტში განაცხადა, ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს "უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან". "ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს", - განაცხადა კირკიტაძემ.დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები