პოლიტიკა
დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. დავით კირკიტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოძიების შეკითხვებს გასცეს პასუხი.
როგორც კირკიტაძემ აეროპორტში განაცხადა, ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს "უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან"."ჩამოვედი, რათა საზოგადოებაში დასმულ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ კონკრეტული საქმის შემთხვევაში ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან, ხელისუფლებასთან, რომელსაც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს", - განაცხადა კირკიტაძემ.
დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები