პოლიტიკა
აშშ-ში ორი ქართველი კურსანტი დაიღუპა

ნიუ ჯერსის შტატში ავტოავარიის დროს დაღუპული ქართველი კურსანტების გადმოსვენების პროცედურები უკვე დაწყებულია. მათ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოასვენებენ. გარდაცვლილთა ცხედრები ამ დროისთვის, დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ნიუ ჯერსის პროზექტურაშია გადასვენებული. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ ჯერსიში ამერიკის საზღვაო თავდაცვის აკადემიის მე-4 დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. მეორე კურსის მსმენელი რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კი საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.  ასევე, ორივე ახალგაზრდა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა.

ნიუ ჯერსიში ავარია გუშინ, გამთენიისას მოხდა. ერთი ქართველი კურსანტი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ.  ნიუ ჯერსიში, სადაც ინციდენტი მოხდა, გუშინვე ჩავიდნენ საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები. ისინი პირადად დაესწრენენ ცხდერების პროზექტურაში გადასვენებას. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები გადმოსვენების დეტალებთან დაკავშირებით. 

ავტომანქანას, რომელშიც ქართველი კურსანტები ისხდნენ, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მართავდა. იგი ამჯამად ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ქართველი კურსანტების დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარება უკვე  გამოთქვეს საქართველოს თავდაცვის უწყებამ, ამერიკის საელჩომ, პრეზიდენტმა და პრემიერმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.