რუსული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული, ზაურ დადაევი სკანდალურ განცხადებას აკეთებს.
Новая Газета-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ზაურ დადაევს რუსი სამართალდამცავები სასურველი ჩვენების მისაღებად სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ.
"ზაურ დადაევი აცხადებს, რომ უცნობი პირები მას სამი დღე-ღამის განმავლობაში სარდაფში აწამებდნენ. ის ხელბორკილებით იყო მიბმუბლი თუჯის მილებზე, პერიოდულად გამოიყენებდნენ ელექტრო შოკს. მას თავზე წამოაცვეს ტომარა, რათა არ დაენახა ადამიანები, რომლებიც მისი წამებით იყვნენ დაკავებულები. დადაევის ამ განცხადების მიუხედავად ციხის თანამშრომლებმა პატიმრის წარმების შესახებ სამართლებრივი პროცედურები არ დაიწყეს,"- ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები