ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში მიმდინარე კვირაში მივა.
პრეზიდენტის პარლამენტში მისვლის თარიღად 18 მარტია დასახელებული, თუმცა პარლამენტში არსებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს შესაძლოა 20 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმინონ, რადგან ამ დღეს პარლამენტის წევრთა მაღალ დასწრებას ელიან.
პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი და ფორმატი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდება.
მასალის გამოყენების პირობები