"საქართველო ასეთი ძალადობთ ვერ იხეირებს," - ასე შეაფასა შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი.
ნორლანდის თქმით, აშშ-ის საელჩო განვითარებულ მოვლენებს აკვირდება.
"შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური ელემენტები," - განაცხადა ნორლანდმა.
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები