პოლიტიკა
2016 წლიდან შესაძლოა რუბლი ალტინმა ჩაანაცვლოს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებასა და ცენტრალურ ბანკს 1 სექტემბრამდე ევრაზიული ეკონომიკური კავშირისთვის ერთიანი ევრაზიული ვალუტის შექმნის განსაზღვრა დაავალა.  გასულ წელს ყაზახეთში ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც 2025 წლისთვის ევრაზიული ცენტრალური ბანკისა და ბელორუსისთვის, ასევე რუსეთისა და ყაზახეთისთვის, ერთიანი ვალუტის შექმნას ითვალისწინებს. 

რუსული მედიის ცნობით, როგორც ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა განაცხადა, ერთიანი ევრაზიული ვალუტის სამუშაო სახელი "ალტინი" იქნება. თუმცა, ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევრაზიულ ვალუტას "ევრაზი" დაერქმევა, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ცენტრალური ბანკი კი, რომელიც ერთიან მონეტარულ პოლიტიკას უხელმძღვანელებს, ალმა-ათიში განთავსდება. 

ანალიტიკური დეპარტამენტი ”ალპარის” დირექტორის ალექსანდრე რაზუვაევის განცხადებით, შესაძლოა, უკვე 2016 წლიდან რუბლი- "ალტინმა" ჩაანაცვლოს. 2015 წლის 1 იანვრიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირი საბაჟო კავშირის სამართალმემკვიდრედ გამოცხადდა.  კავშირი რუსეთს, ბელორუსს, ყაზახეთსა და სომხეთს აერთიანებს. 
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.