პოლიტიკა
შს მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" აქციის ჩასატარებლად კომფორტს ჰპირდება
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 21 მარტს დაგეგმილი აქციის ჩასატარებლად, სამინისტრო "ნაციონალურ მოძრაობას" კომფორტს შეუქმნის.  შინაგან საქმეთა სამინისტროდან განაცხადეს,რომ შს მინისტრმა 21 მარტს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, 21 მარტს ექსცესებს არ ელოდებიან.  "შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის, რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს აქცია. ასევე, ყველანაირად ვეცდებით, რომ გადაადგილება თუ იქნება, რაიონებიდან ჩამოსვლა – ეს ავტობუსი იქნება თუ მანქანები, როგორც წინაზე გავაკეთეთ და დავეხმარეთ, ავტოსადგომებს მოვუმზადებთ, რომ საცობები არ შეიქმნას და კომფორტულად გადაადგილდნენ. კიდევ, მე წინაზეც აღვნიშნე, ჩვენ არ ველოდებით არანაირ ექსცესებს. მე ვფიქრობ, არც თვითონ აპირებენ ასეთი რაღაცის გაკეთებას. ჩაივლის ცივილიზებულად, წყნარად. ჩვენც მაქსიმალურად შევუქმნით კომფორტს", - განაცხადა გომელაურმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.