პოლიტიკა
შეტაკებები ფრანკფურტში
გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში 350 - მდე ადამიანი დააკავეს, რომლებმაც ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი სათავო ოფისის გახსნა გააპროტესტეს. მოძრაობა Blockupy - ს 10 ათასამდე აქტივისტი გეგმავდა დღეს აქციების მოწყობას, რომლებიც ნაწილობრივ ძალადობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს და პოლიციელბეს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ფრანს პრესის ინფორმაციით, შეტაკების შედეგად ათამდე პოლიციელი დაიჭრა. ფრანკპურტი ევროპის ცენტრალური ბანკის ახალი შენობა გარშემორტყმულია პოლიციის ბარიკადებით და მავთულხლართებით. დემონსტრანტები აპროტესტებენ ევროპის ცენტრალური ბანკის როლს ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში მომჭირნეობის პოლიტიკის შემოღებაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ევროკომისიასთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკი ქმნის ჯგუფს, რომელსაც მანამდე სამეულს უწოდებდნენ. ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ევროზონის ფინანსური მოთხოვნების დაცვას კრიზისით მოცულ ქვეყნებში, რომლებსაც უწევთ საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცა და მოსახლეობის ნაწილისათვის მტკივნეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.