პუტინმა და თიბილოვმა მოკავშირეობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს
11:55 / 19.03.2015
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ცერემონია მოსკოვში გაიმართა. შეთანხმება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას გულისხმობს. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნა, მოხდება საბაჟო ორგანოების ინტეგრაცია, მოსახლეობას კი საზღვრის დაუბრკოლებელი გადაკვეთის საშუალება მიეცემა. ასევე გამარტივდება რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა. 2015-2017 წლებში რუსეთი ოკუპირებული რეგიონის განვითარებისთვის 9 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავს. ხელშეკრულება 25 წლით გაფორმდა. ლეონიდ თიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დაპატიჟა, რომელიც 20 სექტემბერს იმართება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები