პოლიტიკა
პუტინმა და თიბილოვმა მოკავშირეობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას ხელი მოაწერეს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა მოკავშირეობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ცერემონია მოსკოვში გაიმართა.
შეთანხმება უსაფრთხოების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას გულისხმობს. შეთანხმების ფარგლებში მოსკოვსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის დაგეგმილია თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნა, მოხდება საბაჟო ორგანოების ინტეგრაცია, მოსახლეობას კი საზღვრის დაუბრკოლებელი გადაკვეთის საშუალება მიეცემა. ასევე გამარტივდება რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა.
2015-2017 წლებში რუსეთი ოკუპირებული რეგიონის განვითარებისთვის 9 მილიარდი რუბლის გამოყოფას გეგმავს. ხელშეკრულება 25 წლით გაფორმდა. ლეონიდ თიბილოვმა ვლადიმერ პუტინი ცხინვალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დაპატიჟა, რომელიც 20 სექტემბერს იმართება.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები