თამარ სანიკიძე: ზუგდიდში ფილმის ჩვენებაზე მოკვლევები მიმდინარეობს
12:24 / 19.03.2015
ზუგდიდში ფილმის ჩვენებაზე მოსწავლეების დასწრების მოკვლევის შედეგები კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. ამის შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა.“იმას, რომ პროცესი შეიცავდა მართულის და პროვოკაციის ელემენტებს, ნამდვილად არ გამოვრიცხავთ და ეს იყო მიზეზი, რომ დაგვეწყო მოკვლევა იმის დასადგენად, თუ რა მოხდა რეალურად. კვირის ბოლოს გვექნება გარკვეული მონახაზი და ამის შემდეგ უკეთ შეგვეძლება საუბარი. პროცესები აშკარად პროვოკაციის ფონზე მიმდინარეობდა და მოკვლევა დავიწყეთ ზუსტად იმიტომ, რომ არ მოხდეს ვინმეს უკანონოდ დასჯა, ცილისწამება და ასე შემდეგ. თემა სენსიტიურია და აქედან გამომდინარე უმჯობესია დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები