ნინო გვენეტაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს
15:27 / 20.03.2015
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო გვენეტაძე 88 ხმით ერთხმად აირჩიეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე პარლამენტის წინაშე ფიცი დადო. გვენატაძისთვის კითხვები პლენარულ სხდომაზე არ დაუსვამთ. კანდიდატურის მოსმენა საპარლამენტო კომიტეტებისა და ფრაქციების ფარგლებში გაიმართა. პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, კანდიდატურის თაობაზე ბიოგრაფიული და პროფესიული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა, თუმცა კანდიდატურასთან დაკავშირებით სესიაზე მსჯელობა არ გამართულა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგინებით ათი წლის ვადით აირჩია.
ნინო გვენეტაძემ ამ თანამდებობაზე კონსტანტინე კუბლაშვილი შეცვლა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები