პოლიტიკა
როლანდ ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
დეპუტატი როლანდ ახალაია, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წარდგენილ ბრალდებაში სრულად გამართლდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილის გადაწყვეტილებით , სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია უდანაშაულოდ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის I ნაწილში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით, ახალაიას ბრალი ორ ეპიზოდში ედებოდა. 
მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს საქმის განხილვის დროს დაზარალებულების ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ყოფილი საოლქო პროკურორის მხრიდან მათ მიმართ თანხის მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, რონალდ ახალაიას დაუბრუნდება გირაოს თანხა 10 000 ლარის ოდენობით, რომელიც აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეზე ჰქონდა შეფარდებული. 
დეპუტატ როლანდ ახალაიას ბრალი სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორობის პერიოდთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით ჰქონდა წარდგენილი.  ბრალდების მხარის მტკიცებით, 2009 წლის დეკემბერში, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია, შეხვდა მოქალაქე მარინა ესებუას, რომელსაც მის მეუღლესთან, მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ მოთხოვა თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით, არარსებული "ანაკლიის განვითარების ფონდის" ანგარიშზე ჩაერიცხა 150 000 ლარი, რისთვისაც გადასცა საბანკო რეკვიზიტები, რომელიც რეალურად წარმოადგენდა როლანდ ახალაიას ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას კუთვნილ კერძო კომპანია "სანის" საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. 
პროკურატურის განცხადებით, მარინა ესებუა იძულებული იყო დათანხმებულიყო შემოთავაზებულ პირობას. მან მეორე დღეს, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ, 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის" საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ხსენებული ფირმის კომერციული მიზნებისათვის. 
"ანალოგიური ხერხით, 2009 წლის დეკემბერში, როლანდ ახალაიამ, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, ბრალდებულების ოჯახის წევრებს უკანონოდ მოსთხოვა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი შეეტანათ კვლავ მისი ახლობელი ბიზნესმენის სერიოჟა გვარამიას ფირმის შპს "სანის" ანგარიშზე. 2009 წლის 25 დეკემბერს, როლანდ ახალაიას მოთხოვნის შესაბამისად, ბრალდებულების ახლობელმა პირმა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ 60 000 ლარი ჩარიცხა "სანის" საბანკო ანგარიშზე, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ჯარიმის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა, საერთო ჯამში 90 000 (ოთხმოცდაათი ათასი) ლარი, რის სანაცვლოდაც ბრალდებულებს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმებები და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალათ პირობითად. რაც შეეხება შპს "სანის" საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ 60 000 ლარს, იგი არ იქნა ასახული საპროცესო შეთანხმების ოქმში და სრულად იქნა გახარჯული როლანდ ახალაიას ახლობლის ფირმის შპს "სანის" კომერციული მიზნებისთვის", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. 
ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებით, როლანდ ახალაია მოქმედებდა პირადი დაინტერესებით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ. "მან აღნიშნული ქმედებით გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეზე ამ დროისათვის გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია განცხადებაში. ახალაია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებდა და პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა.
სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე მუხლი კი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.