21 მარტს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
ტექსტში ნათქვამია, რომ 21 მარტს დაგეგმილი აქციის დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით დედაქალაქში გარკვეული შეზღუდვები წესდება. კერძოდ, 08:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.
14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას პუშკინის ქუჩასა და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.
აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით.
მასალის გამოყენების პირობები