პოლიტიკა
ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსი დაიღუპა
დეპუტატმა ოპოზიციური ბლოკიდან ნესტორ შუფრიჩმა დაადასტურა ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის დაღუპვის ფაქტი. "სამწუხაროდ, ეს სიმართლეა", - უთხრა მან ბი ბი სი - ს უკრაინულ სამსახურს . პოლიტიკოსის პრესსსამსახურმა Facebook -ის გვერდზე იანუკოვიჩი - უმცროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. უკრაინელმა დეპუტატმა ანტონ გრეშჩეკომ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით , ასევე დაადასტურა იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალების ფაქტი. რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩი -უმცროსი ბაიკალის ტბაზე დაიღუპა. ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ბაიკალის ტბაზე, სპორტული ღონისძიებებისას ფოლცვაგენის მარკის ავტობუსი ყინულის ქვეშ ჩავარდა და მიკრო ავტობუსში ამ დროს უკრაინის 5 მოქალაქე და რუსეთის ერთი მოქალაქე იმყოფებოდნენ. უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთ იანუკოვიჩის შვილი - ვიქტორი იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუცკის ოლქის ვებგვერდზე ადასტურებენ ინფორმაციას , რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ირკუცკის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს ვიქტორი ჰქვია და მისი გვარი დავიდოვია. სწორედ დავიდოვია იანუკოვიჩის დედის ლუდმილას გვარი. იანუკოვიჩ უმცროსის გარადაცვალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ. ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსი, უკრაინის რადის ორი მოწვევის წევრი იყო. ის ასევე იყო უკრაინის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი. არის ავტორბოლით გატაცებული და უკრაინაში საავტომობილო შეჯიბრებების ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი. ის მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთა ერთად 2014 წლის თებერვალში რუსეთში გაიქცა. არსებული ინფორმაციით, იანუკოვიჩი მოსკოვის მახლობლად ცხოვრობდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.