პოლიტიკა
ვიქტორ იანუკოვიჩი-უმცროსი დაიღუპა
დეპუტატმა ოპოზიციური ბლოკიდან ნესტორ შუფრიჩმა დაადასტურა ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის დაღუპვის ფაქტი. "სამწუხაროდ, ეს სიმართლეა", - უთხრა მან ბი ბი სი - ს უკრაინულ სამსახურს . პოლიტიკოსის პრესსსამსახურმა Facebook -ის გვერდზე იანუკოვიჩი - უმცროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა. უკრაინელმა დეპუტატმა ანტონ გრეშჩეკომ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით , ასევე დაადასტურა იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალების ფაქტი.
რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიქტორ იანუკოვიჩი -უმცროსი ბაიკალის ტბაზე დაიღუპა. ინფორმაციის თანახმად, რუსეთში ბაიკალის ტბაზე, სპორტული ღონისძიებებისას ფოლცვაგენის მარკის ავტობუსი ყინულის ქვეშ ჩავარდა და მიკრო ავტობუსში ამ დროს უკრაინის 5 მოქალაქე და რუსეთის ერთი მოქალაქე იმყოფებოდნენ. უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთ იანუკოვიჩის შვილი - ვიქტორი იყო. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ირკუცკის ოლქის ვებგვერდზე ადასტურებენ ინფორმაციას , რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ირკუცკის საგანგებო სიტუაციების პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილს ვიქტორი ჰქვია და მისი გვარი დავიდოვია. სწორედ დავიდოვია იანუკოვიჩის დედის ლუდმილას გვარი. იანუკოვიჩ უმცროსის გარადაცვალების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ. ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსი, უკრაინის რადის ორი მოწვევის წევრი იყო. ის ასევე იყო უკრაინის საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი. არის ავტორბოლით გატაცებული და უკრაინაში საავტომობილო შეჯიბრებების ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი. ის მამასთან და ოჯახის სხვა წევრებთა ერთად 2014 წლის თებერვალში რუსეთში გაიქცა. არსებული ინფორმაციით, იანუკოვიჩი მოსკოვის მახლობლად ცხოვრობდა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები