ხმაურია სასტუმრო Holiday Inn-თან. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც "თავისუფალი ზონის" წევრმა, რუსკა მჭედლიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს სურათი გადაუღო, რაც მოქალაქემ გააპროტესტა და მას ტელეფონი წაართვა და ადგილიდან მიიმალა.
"თავისუფალი ზონის" წევრი ამბობს, რომ მან სურათი სუს-ის აგენტს გადაუღო.
აღნიშნული ინციდენტის შემდეგ პოლიციამ "თავისუფალი ზონის" 2 წევრი, გიორგი და ლაშა რუხაიები და ასევე ის მოქალაქე დააკავა, რომელმაც აქციის მონაწილეს ტელეფონი წაართვა. აქცია სასტუმრო Holiday Inn-თან მიმდინარეობს. სასტუმროში პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტებს ხვდება.
სასტუმროსთან აქციას ორგანიზაცია "თავისუფალი ზონა" და მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" მართავს.
მასალის გამოყენების პირობები