"ეს ადამიანები არიან სექტის წარმომადგენლები,"- ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი 21 მარტს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა "და მათი მხარდამჭერების მიერ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას.
ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დესტრუქციული ძალააა.
"ამ ადამიანებს ქვეყნის განვითარება არ სურთ, უნდათ დესტრუქცია შემოიტანონ, აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება. კანონს გარეთ ცდილობენ მოსახლეობაში არეულობა შემოიტანონ, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ძალიან დაუნდობელი იქნება ამ ყველაფრის წინააღმდეგ. მათ ძალით მოაგროვეს ეს ადამიანები, რამდენიმე მილიონი დაუჯდათ ამ ადამიანების ჩამოყვანა. "ნაციონალურ მოძრაობას" არანაირი შანსი არ აქვს. ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა ჩემთვის, ან თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად ლოგიკური და ადეკვატურია მათი ეს მოთხოვნა?,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები