საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მერვე წლისთავთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.
პრემიერ–მინისტრის წერილში ნათქვამია,რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დიდი დანაკლისი იყო ახალგაზრდა ქართული დემოკრატიისთვის. ქვეყანამ მისი სახით საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი დაკარგა. ის იყო გონიერი და ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის მთავარი დემოკრატიული ინსტიტუტის - საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბებაში.
პრემიერ–მისნისტრი თავის წერილში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას. "რვა წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობას თავისი პრემიერ-მინისტრის ტრაგიკული და ბურუსით მოცული სიკვდილის შესახებ გამოუცხადეს. ხალხი დღემდე ელოდება პასუხს და ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა მოხდა რეალურად". – ბიძინა ივანიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები