პოლიტიკა
ბიზნესმენი ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა
ბესო ხარძიანი რამდენიმე წუთის წინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ  რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურმა განაცხადა.  საავადმყოფოს პრესცენტრში აცხადებენ,  რომ ხარძიანს მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო.  თუმცა, ამის მიუხედავად იგი გადაიყვანეს საოპერაციოში.  მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  როგორც საავადმოფოში აცხადებენ, მომხდარზე ექიმების მიერ ოფიციალური კომენტარიც გაკეთდება.  ბესო ხარძიანს დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ესროლეს. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კომპლექს "კუს ტბის" მეპატრონე იყო. იგი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პატიმრობაში იმყოფებოდა. 
ბესიკ ხარძიანის განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გია უდესიანმა "კუს ტბის" წილში შესვლა მოსთხოვა და უარის შემდეგ მოხდა მისი დაკავება.  ბესიკ ხარძიანმა "კუს ტბის" ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა.   
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.