თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 7 ქართველი დააკავეს. შვიდივე მათგანი თურქეთის სადეპორტაციო განყოფილებაშია გადაყვანილი.
დაკავებულების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.
თურქეთის საკონსულოს ინფორმაციით, უწყება მონიტორინგს უწევს დაკავებული ქართველების შესაბამის პირობებში განთავსებას.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულების საქართველოში დეპორტაციის საკითხი კანონის თანახმად დაკავებიდან 10-14 დღის ვადაში წყდება, შესაბამისად კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები