ოკუპირებული აფხაზეთის საელჩოს ორგანიზებით მოსკოვში, ნეკრასოვის სახელობის ცენტრალურ უნივერსალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დღეს ოკუპირებული აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბასადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით - ,,ვლადისლავ არძინბა: მეცნიერი, პოლიტიკოსი, მოქალაქე” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში ბიბლიოთეკის დარბაზში აფხაზმა მუსიკოსებმა კონცერტი გამართეს.
ვლადისლავ არძინბას, როგორც ისტორიკოსისა და მეცნიერის ,,ღვაწლზე” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა იური ანჩაბაძემ და აკადემიკოსმა პავლე ფლორენსკიმ ისაუბრეს.
არძინბას ხსოვნის პატივსაცემად გამართული საღამო მოსკოვში მისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტების ჩვენებით დასრულდა.
მასალის გამოყენების პირობები