საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანია პრეზიდენტის თანამდებობისათვის ეტალონური არ არის, თუმცა აღნიშნულ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებას არა მე, არამედ კოალიცია “ქართული ოცნება” გადაწყვეტს, _ მან ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურის მოაზრების უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ირაკლი ალასანიასაც აქვს.
“ის ჩემს მმართველობას იცნობს, იცის, რომ ხასიათით დემოკრატი ვარ. ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ოღონდ შესაბამისი ფორმა უნდა დაიცვან. თუ პირი კოალიციის წევრია, კოალიციას უნდა დაეკითხოს, თუმცა კოალიციაში აღნიშნული საკითხის განხილვა არ დაგვიწყია”,-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები