პოლიტიკა
სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სისტემა ამოქმედდება
საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ განაცხადა, რომ დღეიდან სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის ახალი სატესტო სისტემა ამოქმედდება. შეფასების ახალ სისტემაში, მინისტრის მოადგილის თქმით, მაქსიმალურად შემცირებულია ინსტრუმენტები, როდესაც გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებული იქნება სუბიექტურ ფაქტორებზე.
სოციალურ აგენტს დამოუკიდებლად არ ექნება უფლება დანიშნოს, ან მოხსნას სოციალური დახმარება. მთავარი ამოსავალი წერტილი შეფასებისას კი ის ქონება იქნება, რომელსაც მოქალაქისთვის გარკვეული შემოსავალი მოაქვს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები