წინასწარი დაკავების იზოლატორის დატოვების შესახებ ინფორმაცია მსახიობმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში დაადასტურა, თუმცა, გიორგი ნაკაშიძე გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
8 აპრილს, გვიან ღამით, პოლიციელებთან მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ნაკაშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორიში გადაიყვანეს.
შემთხვევა საარბრიუკენის მოედანზე მოხდა. როგორც ცნობილია, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ნაკაშიძე პოლიციელებთან მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მასალის გამოყენების პირობები