Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/02/bbbbbbbbbbbbbbbbb.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებულ მოვლენებს "ნიუ იორკ თაიმსი" გამოეხმაურა

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება. "ნიუ იორკ თაიმსი" წერს, რომ  "პრეზიდენტის ყოველწლიურ მიმართვას დემონსტრანტებმა შეუშალეს ხელი. აქციის მონაწილეებმა შეტევა მიიტანეს თბილისის მერ გიგი უგულავაზე", - და "პალიტრა ტვ"-ის ვიდეომასალის ბმულს ავრცელებს.

აღნიშნული მოვლენების შემყურე პოლიცია უძლური იყო, ან სურვილი არ ჰქონდა, გაეკონტროლებინა ხალხის მასა, რომელიც პრეზიდენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოსვლას ეწინააღმდეგებოდა. -აღნიშნულია გაზეთში. როგორც ამერიკული გაზეთის სტატიაშია აღნიშნული, პარასკევის კონფრონტაცია ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს პარლამენტში გამოსვლის ნება არ დართო. გაზეთი წერს, რომ სწორედ ამის შემდეგ, სააკაშვილმა თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გადაწყვიტა სიტყვით გამოსვლა. თუმცა შენობის წინ ასობით დემონსტრანტი, ძირითადად ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები შეიკრიბნენ. "ნიუ იორკ თაიმსი" აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მათგანი 57 წლის გიორგი გორელაშვილი გახლდათ, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, ორი წელი იხდიდა სასჯელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. "მას არ აქვს სიტყვით გამოსვლის უფლება და ჩვენ არ მივცემთ ამის ნებას. სააკაშვილი აღარ არის პრეზიდენტი", - მოჰყავს გაზეთს გორელაშვილის ციტატა. როგორც "ნიუ იორკ თაიმსი" აღნიშნავს, მომხდარში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.    
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.