ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ენის სწავლების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით კომენტარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გააკეთა.
მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს ფაქტი არ დასტურდება. "ამ სახით, რომ სექტემბრიდან აიკრძალება ქართული ენის სწავლება გალის სკოლებში, არ დასტურდება," - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მინისტრის თქმით, რესურსცენტრში პედაგოგებმა და სკოლის წარმომადგენლებმა ეს ფაქტი არ დაადასტურეს. " მზად უნდა ვიყოთ ყოველთვის, რომ ასეთი ფაქტი შეიძლება დადგეს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ კანონიერად და იმ ფორმატის ფარგლებში, რომელიც გაგვაჩნია მოსალაპარაკებლად, ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ,“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები