პოლიტიკა
ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, სომხების გენოციდი აღიაროს
ევროპარლამენტი თურქეთს მოუწოდებს, აღიაროს სომხების გენოციდი. ამის შესახებ ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ რეზოლუციაც მიიღო, რომელიც შესასრულებლად სავალდებულო არ არის. "სომხეთმა და თურქეთმა უნდა გამოიყენონ სომხების გენოციდიდან ასი წლისთავის გასვლა და დიპლომატიური კავშირები განაახლონ, გახსნან საზღვარი და ეკონომიკური ინტეგრაციის გზას დაადგნენ", - წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ევროპულმა უწყებამ ასევე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და სხვა თურქ მაღალჩინოსნებს მოუწოდა, ოსმალების მიერ სომხების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღიარონ და გახსნან არქივები, რომლებიც გენოციდს უკავშირდება. ოსმალეთის იმპერიის დროს თურქების მიერ სომხების გენოციდის საკითხი მას შემდეგ დადგა კვლავ დღის წესრიგში, რაც რომის პაპმა მას მე-20 საუკუნის პირველი გენოციდი უწოდა. ამ განცხადებას თურქეთის გაღიზიანება მოჰყვა. ერდოღანმა განაცხადა, რომ პონტიფიკოსმა მსგავსი შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს. მანამდე კი პროტესტის ნიშნად ანკარამ ვატიკანიდან საკუთარი ელჩი გაიწვია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.