აზერბაიჯანში 6,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ცნობილ უფლებადამცველს, რასულ ჯაფაროვს, გადასახადებისათვის თავის არიდების, უკანონო მეწარმეობისა და თანამდებობით ბოროტად სარგებლობის ბრალდებების საფუძველზე.
ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ჯაფაროვმა პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა მის სასმართლებრივ დევნას. ის აგვისტოში დააკავეს მას შემდეგ, რაც გამოაცხადა თავის გეგმაზე, დაეწყო კამპანია აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ყურადღების გასამახვილებლად და ეს გაეკეთებინა ბაქოში „ევროპული თამაშების“ დაწყებამდე.„ევროპული თამაშები“ სპორტული ტურნირია და აზერბაიჯანში ივნისში ჩატარდება ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალმა“ ოფიციალურად აღიარა რასულ ჯაფაროვი „სინდისის პატიმრად“. ამასობაში, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე მუშაობს, პენის ამერიკულმა ცენტრმა გამოაცხადა, რომ თავის პრემიას მიანიჭებს აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელს, ხადიჯა ისმაილოვას.
მასალის გამოყენების პირობები