პოლიტიკა
საქართველო სირიიდან და ერაყიდან შემოსულ, თავშესაფრის მაძიებელთა 95%-ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს ანიჭებს
საქართველო სირიიდან და ერაყიდან შემოსულ, თავშესაფრის მაძიებელთა 95%-ს ლტოლვილის ან ჰუმანიტარულ სტატუსს ანიჭებს. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის ირაკლი კოკაიამ განაცხადა, 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს თავშესაფრის თხოვნით ერაყიდან ლტოლვილმა 2 114-მა პირმა მიმართა, თუმცა აქედან ნაწილი განმეორებითი მიმართვაა. ლტოლვილის სტატუსი 77-ს მიენიჭა, ჰუმანიტარული _ 217-ს. ამჟამად თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია 355 პირი, 333-მა სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. ამასთან, 1 474 შემთხვევაში განმცხადებლებმა ქვეყანა განცხადების განხილვის პერიოდში დატოვეს. რაც შეეხება სირიას, აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სირიის 167-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან ლტოლვილის სტატუსი _ 5-ს, ჰუმანიტარული კი 62 პირს მიენიჭა. დღესდღეობით განხილვაშია 31 საქმე, 51 საქმე შეწყდა იმის გამო, რომ განმცხადებელმა ქვეყანა დატოვა, ხოლო 18 პირს სტატუსზე უარი ეთქვა. ირაკლი კოკაიას ინფორმაციით, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევები ძირითადად ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილთა ნაკადის შემოსვლის თავდაპირველ ეტაპზე ფიქსირდებოდა, ისიც იმიტომ, იმ დროისთვის ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქონდათ შიდა გადაადგილების ალტერნატივა. "საწყის ეტაპზე, როდესაც 2012 წელს დაიწყო შემოდინება, უარის მიზეზი ის იყო, რომ საომარი მოქმედებები ერაყის მთელ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა. ადამიანს, რომელიც ჩამოდიოდა და ითხოვდა თავშესაფარს, ჰქონდა შიდა გადაადგილების საშუალება. უკრიანის მაგალითი რომ ავიღოთ, დონბასში არის ომი, მაგრამ კიევში არ არის. ასევე ერაყში, მათ შეეძლოთ გადაადგილებულიყვნენ ქვეყნის შიგნითვე, იქ, სადაც აბსოლუტური სიმშვიდე იყო. შიდა გაადგილების ალტერნატივის ქონა იყო ძირითადი უარის თქმის მიზეზი, შემდგომ კი ვითარება გართულდა და ISIS-ის არმიამ თითქმის მთელი ერაყის ტერიტორია მოიცვა, ქურთისტანის გამოკლებით, მაგრამ იქ ჰუმანიტარული კატასტროფა დადგა. შესაბამისად, შიდა გადაადგილების ალტერნატივის ქონის მიზეზით დღეს უარს ვერ ვეუბნებით და ფაქტობრივად, 95% შემთხვევაში ვანიჭებთ სტატუსს, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა ირაკლი კოკაიამ. მისივე თქმით, სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზი, როგორც წესი, ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს. "თუ ადამაინი არაფორმალურ სამხედრო შენაერთებში იბრძოდა, შემჩნეულია წამებაში და ა.შ., ასეთ ადამიანებისთვის თავშესაფრის გამოყოფა და სტატუსის მინიჭება არ ხდება. მათ, ვინც სტატუსის მინიჭებაზე უარს მიიღეს, ხოლო საქართველოში მათი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ქვეყანა უნდა დატოვონ", - დასძინა კოკაიამ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.