ხვალ საქართველოს ევროკომისარი შტეფან ფულე ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს განუცხადეს.
მისივე ინფორმაციით, მშტეფან ფულე თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღებს მონაწილებას, რომელიც 13–დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა.
ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების პარლამენტების
დეპუტატები მათი ურთიერთობების მიმდინარეობას, თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს განიხილავენ.
მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება მოხსენება „რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორ ქვეყნებში’’, რომელიც შემდგომ პლენარულ სხდომას საბოლოო ცვლილებებისა და დამტკიცებისათვის გადაეცემა.
სხდომას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და შვედი ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი უხელმძღვანელებენ.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
სხდომის ორგანიზება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს.
ცნობისათვის, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები