განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული ბერკეტი საკითხის გადასაჭრელად არ არსებობს.
"რაიმე კონკრეტული ბერკეტი, რომ დღეს გააკეთო და ხვალ ეს საკითხი აღარ დადგეს, არ არსებობს და არც არის სწორი, რომ ასე გადაჭრით ვთქვათ. არის კონკრეტული მიდგომები, რომლებსაც განათლების სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის ქმედებები გარკვეულწილად შემცირებული და მინიმუმამდეა დაყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები