პოლიტიკა
კოჟორიძე: რეზიდენციის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნაწილია
ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის თქმით, საქართველოს მთავრობამ ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილება იცოდა და სწორედ ამიტომ მოხდა ათონელზე მდებარე შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა. კოჟორიძემ ჟურნალისტებს 2014 წლის ივლისით დათარიღებული წერილი წარუდგინა, რომელშიც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის თაობაზე საქართველოს მთავრობას ინფორმაციას აწვდის. მისი ვარაუდით, ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის საკითხის გააქტიურება პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის ნაწილია. ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა თებერვალში გამოაქვეყნა. გასაყიდი ობიექტების ჩამონათვალში  ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაც აღმოჩნდა, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენცია უნდა გამხდარიყო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.