საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდი ავრცელებს.
"გადაწყვეტილება მინისტრ დავით შავლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დავით შავლიაშვილი მინისტრად 2014 წლის ივლისიდან მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები