ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბესლან ბუთბა საზღვარგარეთის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ხაჯიმბას სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დაინიშნა.
მისი დანიშვნის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ბრძანებულებას ხელი დღეს მოაწერა.
ბესლან ბუთბა ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერის მოვალეობის შესრულებას 2014 წლის სექტემბერიდან შეუდგა, მიმდინარე წლის 18 მარტს კი რაულ ხაჯიმბამ ის დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მასალის გამოყენების პირობები